კერამიკული ფილის საწარმო, რომელიც „Azerbaijan Vanhong Ceramics Co.” ეკუთვნის, ოფიციალურად გაიხსნა. პრეზიდენტი ილჰამ ალიევი გაეცნო პირობებს, რომელიც შექმნილია საწარმოში.
20 ჰექტარ მიწის ფართობზე განთავსებულ საწარმოში, გამოიყენება თანამედროვე ჩინური ტექნოლოგიები, რაც საჭიროა ხარისხიანი კერამოგრანიტის წარმოებისთვის. პირველ ეტაპზე განიხილებოდა 40 მილიონი დოლარის ინვესტიცია და 400 თანამშრომლიანი შტატი, თუმცა მოცემულ ეტაპზე ინვესტიციამ შეადგინა 50 მილიონი დოლარი და დასაქმებული 484 ადამიანი. წლიური საწარმოო სიმძლავრე შეადგენს 18 მილიონ კვადრატულ მეტრს, საწარმო მოემსახურება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარს.
ამ ეტაპზე “Vanhong Ceramics” მართავს 5 საწარმოს ჩინეთში და აქვს საწარმოები 5 ქვეყანაში.
“Azerbaycan Vanhong Ceramics Co.” გენერალური დირექტორის მიმართვა პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიმართ: „პატივცემული ბატონო პრეზიდენტო, მადლობას გიხდის ამ პატივისთვის, რომელიც თქვენ, ჩვენს მიმართ გამოხატეთ, მიიღეთ რა მონაწილეობა კერამიკული ფილის საწარმოს გახსნაში“
პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უპასუხა“ „ თქვენ მოახდინეთ მნიშვნელოვანი ფინანსური ინვესტიცია აზერბაიჯანში; 81 მილიონი მანათი - ეს დიდი თანხაა. ეს ინვესტიცია, განსაკუთრებით თქვენი ჩინური კომპანიისგან, დიდი მნიშვნელობის მატარებელია. შევამჩნიე რომ აქ მუშაობს დაახლოებით 500 ადამიანი, რაც მხარს უჭერს დასაქმების პროგრამას. ასეთი საწარმოები კიდევ უფრო აძლიერებენ აზერბაიჯანისა და ჩინეთის მეგობრობას. ეს საწარმო აშენდა წელიწად ნახევარში, და მე მახსოვს რომ ამ პერიოდის უკან დავუდე საფუძველი ფუნდამენტს“
ჩიი ვან: „დიახ“
პრეზიდენტი ილჰამ ალიევი: „ დარწმუნებული ვარ თქვენი საქმიანობა იქნება წარმატებული და განაგრძელებთ თქვენს საქმიანობას“
ჩიი ვან: „ თქვენი მხარდაჭერით ყველაფერი კარგად იქნება“
პრეზიდენტი ილჰამ ალიევი: „ ძალიან კარგი პროდუქტია. იმპორტი საჭირო აღარ არის. შეძლებთ ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილებას ?“
ჩიი ვან: „ დიახ, ჩვენ შევძლებთ“
სახელმწიფოს ხელმძღვანელმა ოფიციალურად გახსნა წარმოება.