image
Pure Simplicity,
Lasting Quality
Elevate your space with the timeless appeal of our premium white ceramics. Vanhong Ceramic Tiles deliver pristine white surfaces with unmatched consistency and durability.
img

ქარხნის შესახებ

ჩვენ ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს
img

"“AZERBAYCAN VANHONG CERAMICS CO.” დარეგისტრირდა სახელმწიფო ორგანოში 12.07.2021 წელს და წარმოადგენს სუმგაითის ქიმიო-საწარმოო ზონის რეზიდენტს.

კომპანია ახორციელებს თავის საქმიანობს კერამიკული ნაწარმის წარმოების სფეროში აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. ნავთობპროდუქციის სექტორის დინამიურმა და მიზანმიმართულმა განვითარებამ, ეკონომიკის დივერსიფიკაციამ,  მიიღო მნიშვნელოვანი წვლილი უცხოური ინვესტიციის მოზიდვაში."                    

img

img

უცხოური ინვესტიციების წახალისება წარმოადგენს სტრატეგიული გეგმის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას, აღსანიშნავია რომ, 100%-ით ჩინური კაპიტალი „ Azerbaycan Vanhong Ceramics Co.”  აწარმოებს 75 მილიონი დოლარის ღირებულების კერამიკულ ფილას, წლიური წარმადობით - 15 მილიონი კვადრატული მეტრი და ინვესტიციური ღირებულებით  - 40 მილიონი დოლარი. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიას უჭირავს წამყვანი პოზიციები მსოფლიო ბაზარზე, გამოშვებული პროდუქციის ხარისხითა და მოცულობით.  „ Wenzhou Wanhong Trading Co.“ - დამფუძნებელი კომპანია, მართავს კერამიკული ფილის საწარმოებს ჩინეთსი, უზბეკეთში, საუდის არაბეთში. წარმოების მასშტაბებიდან გამომდინარე, აზერბაიჯანის რესპუბლიკა შედის კერამიკული ფილის მწარმოებელ გიგანტებს შორის.

„Azerbaycan Vanhong Ceramics Co.”  კომპანია გამოირჩევა წარმოების მაღალი მოცულობით და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობით. ამის გარდა, მთლიანად აკმაყოფილებს ადგილობრივ მოთხოვნას და ერთ-ერთი პრიორიტეტია გამოშვებული პროდუქციის 20%-ის ექსპორტირება საერთაშორისო ბაზარზე.
 

ჩვენი მისია
ჩვენ ვიყენებთ უახლეს ტექნოლოგიებს.

ამჟამად, აზერბაიჯანში კერამიკული ფილების წლიური მოთხოვნის 23 მილიონი მ2-ის 50%-ზე მეტი დაკმაყოფილებულია საზღვარგარეთიდან იმპორტით და მოსალოდნელია, რომ ეს სიტუაცია მკვეთრად შეიცვლება „Azerbaijan Vanhong Ceramics Co.“-ს საკუთრებაში არსებული კერამიკული პროდუქტების წარმოების ქარხნის ამოქმედების შემდეგ. ამრიგად, კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის ძირითადი ნაწილი ადგილობრივ ბაზარზე იქნება მიმართული, მოსალოდნელია, რომ ადგილობრივი კერამიკული ბაზრის 50%-ზე მეტი ადგილობრივი წარმოების ხარჯზე ჩამოყალიბდება. კომპანია ასევე გეგმავს წარმოებული პროდუქციის 20%-ის დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტს.